#არჩევნები2020 ვითარება გორში

საღამოს 5 საათის მონაცემებით, გორში ამომრჩეველთა აქტივობა 45 %-ს შეადგენს. შიდა ქართლში ყველაზე მაღალი აქტივობა – 47 % ხაშურში დაფიქსირდა. ხმის მიცემის პროცესი ექსცესების გარეშე წარიმართა, დაიწერა რამდენიმე საჩივარი ძირითადად პროცედურულ დარღვევებზე.

ნინო ფისაძე გორიდან.