თეა წულუკიანის განცხადება - შეფასებები

ხმების დაცვის მექანიზმი თუ დაკვირვება პოლიტიკური ნიშნით: პოლიტიკური ურთიერთბრალდებებისა და დაპირისპირების თემა ხდება ისიც, თუ ვინ დააკვირდება 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს. მმართველმა გუნდმა დღეს იმ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების სია წარმოადგინა, რომლებიც კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებთან არიან კავშირში. უმეტეს შემთხვევაში კი ეს კავშირი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და მის ყოფილ მაღალჩინოსნებთან იკვეთება.

მმართველი გუნდი მითითებული ორგანიზაციების მხრიდან, არჩევნების დისკრედიტაციის საფრთხეზე მიუთითებს. დღეს წარმოდგენილი სია ყველა საერთაშორისო ორგანიზაციასა და საელჩოს დაეგზავნება.