„თავისუფალი საქართველოს“ განცხადება

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ოფისში საფინანსო კომპანია „საქართველოს“ დაზარალებულები შეიკრიბნენ. მეანაბრეებმა პარტიის თავმჯდომარეს კიდევ ერთხელ გააცნეს თავიანთი პრობლემები. კახა კუკავა ხელისუფლებას, კონკრეტულად კი ეროვნულ ბანკს მოუწოდებს, აიღოს პასუხისმგებლობა და ამ ადამიანებს დაკარგული თანხები აუნაზღაუროს. თავის მხრივ, კახა კუკავა დაზარალებულებს ჰპირდება, რომ პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში, საგამოძიებო ჯგუფის შექმნის საკითხს დააყენებს.