#არჩევნები2020 შეფერხების გარეშე მიმდინარეობს ხმის მიცემის პროცესი აჭარის რეგიონში

უკვე სამი საათია, შეფერხების გარეშე მიმდინარეობს ხმის მიცემის პროცესი აჭარის რეგიონში. ბათუმის 120-ვე უბანი დილიდან ამომრჩეველს იღებს. გახსნილია სპეცუბნებიც და სულ მომზადებულია 29 გადასატანი ყუთი, რომლის საშუალებითაც 1454 ინფიცირებული, რომელმაც ხმის მისაცემად რეგისტრაცია წინასწარ გაიარა, დღეს საკუთარი კონსტიტუციური უფლებით ისარგებლებს.

აღსანიშნავია ვითარება ქედის მუნიციპალიტეტში, სადაც წაბლანასა და წაბლიანში, სადაც სულ 900-მდე ამომრჩეველია, ჯერჯერობით მოქალაქეები არ მისულან. პირველ ტურში კი ამ უბნებში, არცერთი მოქალაქე არ გამოცხადდა.

ნოდარ ჩაჩუა აშუქებს არჩევნების მეორე ტურს.

დატოვე კომენტარი