შალვა ნათელაშვილის განცხადება

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯეიჰუნ ბაირამოვის განცხადებას იმის შესახებ, რომ საქართველო-აზერბაიჯანს შორის საზღვრის დელიმიტაციის საკითხები შესაბამისი კომისიის მიერ იქნება გადაწყვეტილი, „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი გამოეხმაურა.

როგორც შალვა ნათელაშვილმა განმარტა, კომისიის შეკრება და აზერბაიჯანულ მხარესთან სხვადასხვა საკითხზე მოლაპარაკება იქამდე არ უნდა შედგეს, ვიდრე აზერბაიჯანის მთავრობა დავით გარეჯის ტერიტორიიდან შეიარაღებულ ძალებს არ გაიყვანს.

შეგახსენებთ, რომ ჯეიჰუნ ბაირამოვმა ეს განცხადება გუშინ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე გააკეთა.