#არჩევნები2020 საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგები  

ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ ცნობს. როგორია მმართველი გუნდის ოპონენტების სამოქმედო გეგმა – ქუჩის აქციები თუ საპარლამენტო მუშაობა. კონსულტაციები დღეს „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში გაიმართა, დისკუსიის მონაწილეთა ნაწილმა საკუთარი პოზიციის ჩამოსაყალიბებლად ერთი დღე ითხოვა. „ქართულ ოცნებაში“ კი ამბობენ, რომ ამ მონაცემებით მმართველ გუნდს უკვე შეუძლია საპარლამენტო უმრავლესობა შექმნას და მთავრობა დააკომპლექტოს, თუმცა მოლოდინი აქვთ, რომ მანდატების რაოდენობა 92-მდე გაიზრდება.

თეონა მანაგაძე დეტალებით.