#არჩევნები2020 საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგი

საპარლამენტო არჩევნები განსაკუთრებული დაკვირვების ქვეშაა. ხმის მიცემის პროცესს 132 ადგილობრივი ორგანიზაციის 47 000 წარმომადგენელი ადევნებდა თვალს. პანდემიის მიუხედავად, პროცესში ჩართულია 23 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია და 20 საელჩოს სადამკვირვებლო ჯგუფები. საკუთარ დასკვნებს ისინი ხვალ წარმოადგენენ, თუმცა მანამდე უკვე კეთდება ზოგადი შეფასებები. საარჩევნო პროცესს მარნეულიდან აკვირდებოდა აშშ-ის ელჩი. დიპლომატების მთავარი გზავნილი ძალადობის და ამომრჩევლის ნების კონტროლის პრევენცია და თავისუფალი არჩევნების უზრუნველყოფა იყო.

 

დატოვე კომენტარი