საარჩევნო კამპანია

პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა, ეკა ბესელიამ სენაკში საარჩევნო შტაბი გახსნა. თანაგუნდელებსა და მხარდამჭერებს მან შტაბის ხელმძღვანელი, შორენა დავითაია წარუდგინა. პროფესიით ადვოკატი პარტიის პროპორციულ სიაშიც არის.

ეკა ბესელიას განცხადებით, პარტიის სიაში 61 ქალბატონია და მისი გუნდი ქალების მხარდასაჭერად პოლიტიკაში ძალისხმევას არ დაიშურებს.  პარტია „სამართლიანობისთვის“ საარჩევნო შტაბი ასევე ზუგდიდსა და ფოთშიც გაიხსნა.