საარჩევნო კამპანია

საბურთალოს ოლქის  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ალეკო ელისაშვილმა „ბუკიას ბაღში“ საკუთარი წიგნის, სახელწოდებით – „ეს საბურთალოა“ პრეზენტაცია გამართა. ელისაშვილი ამბობს, რომ გამოცემა საბურთალოს ისტორიას ეხება და მისი გაყიდვით შემოსული  თანხა პარტიის, „ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები“ საარჩევნო კამპანიას მოხმარდება. მოგვიანებით, მაჟორიტარობის კანდიდატმა საბურთალოს შესახებ საჯარო ლექციაც წაიკითხა.