საარჩევნო კამპანია

18:36, 03.10.2020

127-კაციანი პარტიული სია და მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა პარტიამ „თავისუფლება – ზვიად გამსახურდიას გზა“. პრეზენტაცია დედაქალაქის მთავარ გამზირზე, საკანონმდებლო ორგანოს წინ გაიმართა. პარტიის სახელით რუსთავში იბრძოლებს – მალხაზ გორგასლიძე, სამგორში გამარჯვების მოპოვებას გიორგი ხოსიტაშვილი შეეცდება. პოლიტიკურ გუნდს კანდიდატი ეყოლება ისანში  – დავით ჩიგოგიძე, დიდუბე-ჩუღურეთში ოთარ ბაღათურია დასახელდა, ახალციხე-ადიგენი-ბორჯომი-ასპინძის მაჟორიტარულ ოლქში კი ზურაბ ხუციშვილი.

მსგავსი