საარჩევნო კამპანია

„ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ და ჯანდაცვის გუნდმა, პარტიის ჯანდაცვის პროგრამის პრეზენტაცია  გამართა, რომელიც „ახალი მარშალის“ გეგმის ნაწილია. მათი განცხადებით, ქვეყნის სამედიცინო სექტორი სერიოზული გამოწვევების წინაშეა. მამუკა ხაზარაძემ იმ რეფორმებზე ისაუბრა, რომელიც ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებისთვის არის აუცილებელი. პრეზენტაციას ამ სფეროს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.