საარჩევნო კამპანია

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, საკუთარ პრიორიტეტებსა და ძირითად მიმართულებებზე ისაუბრეს „სახალხო პარტიის“ წევრებმა, რომლებმაც პოლიტიკურ პარტიებს კონკრეტული მიმართულებების ირგვლივ საერთო პოზიციებზე ჩამოყალიბებისკენ მოუწოდეს.

პარტიის ლიდერმა მამუკა გიორგაძემ განაცხადა, რომ აუცილებელია, მას შემდეგ, რაც მეათე მოწვევის პარლამენტი დაკომპლექტდება, საკანონმდებლო ორგანომ ლუსტრაციის კანონის მიღებაზე იმსჯელოს. სახალხო პარტიის წევრები მიიჩნევენ, რომ უნდა შეიქმნას სახელმწიფო კომისია, რომლის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა განვლილი პოლიტიკური წარსულის შეფასება იქნება.

პარტიის კიდევ ერთი ინიციატივა რეფერენდუმის მექანიზმის ამოქმედების გზით, ქვეყნის მართვაში მოქალაქეების ჩართვის აუცილებლობაა. საარჩევნო პრიორიტეტებთან დაკავშირებით, „სახალხო პარტიის“ წევრებმა პარლამენტის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.