საარჩევნო კამპანია

„ლელოს“ ჯანდაცვის ჯგუფმა სამედიცინო სფეროს თანამშრომლების შეუსაბამო, დაბალი ანაზღაურება გააპროტესტა და ხელისუფლებას რეკომენდაციით მიმართა. ისინი სახელმწიფოსგან ექიმებისთვის, რომლებიც „კოვიდ-19“-თან ბრძოლაში არიან  ჩართულები, ერთჯერადად 1000 ლარის გადაცემას და მათი ფინანსური მოტივაციისთვის სამომავლოდ კონკრეტული გეგმის შემუშავებას ითხოვენ.