საარჩევნო კამპანია

დიდუბე-ჩუღურეთის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ანა დოლიძემ დღეს საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია გამართა. ანა დოლიძე აცხადებს, რომ ორი გეგმა აქვს, ერთი, მისი თქმით, გამოხატავს ეროვნულ პრიორიტეტებს, რომელშიც შედის ეკონომიკა, განათლება, უსაფრთხოება, სასამართლო, ახალგაზრდობის პოლიტიკა და სოფლის მეურნეობა. მეორე მიმართულება კი არის გეგმა სახელწოდებით – „ჩემი უბანი – ჩემი ქვეყანაა“.