საარჩევნო გარემო საქართველოში

წინასაარჩევნო კამპანია ამჯერადაც ურთიერთბრალდებების და მწვავე განცხადებების ფონზე მიმდინარეობს.

ოპოზიცია ხელისუფლების მისამართით კრიტიკულ ტონს სულ უფრო ამწვავებს. ოპონენტები კვლავ უთანასწორო საარჩევნო გარემოზე მიუთითებენ. რამდენად პოლარიზებულია ვითარება და რამდენად თავისუფლად ახერხებენ პარტიები დღევანდელ მოცემულობაში საკუთარი გზავნილების ამომრჩევლებამდე მიტანას – ამ თემაზე დღეს პოლიტიკურ სპექტრს საკუთარი შეფასებები დიპლომატებმა გააცნეს. გაუმჯობესებული გარემოს კონტექსტში პარალელები გაივლო 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთანაც, თუმცა გამოიყო რამდენიმე ძალადობრივი შემთხვევა.

ელჩებმა საპარლამენტო მანდატებისთვის მებრძოლ პოლიტიკურ სუბიექტებს ცოტა ხნის წინ დოკუმენტურად გაფორმებული ქცევის კოდექსის დაცვა შეახსენეს.