„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის შეჯამება

მმართველმა პარტიამ საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი შეხვედრა გამართა.

დასკვნითი შეხვედრა გლდანში გაიმართა. ადგილზე შეკრებილებს მიმართა პარტიის თავმჯდომარემ. ბიძინა ივანიშვილმა მოსახლეობას აქტიურობისკენ და არჩევნებზე წასვლისკენ მოუწოდა და ხაზი გაუსვა, რომ არჩევანი იქნება თავისუფალი და ყველა ხმა სიზუსტით აისახება არჩევნების შედეგებში.