პოლიტიკური პარტიების მემორანდუმი

ახალ „პოლიტიკურ ძალთა პლატფორმამ“, რომელშიც ექვსი პარტია გაერთიანდა,   მემორანდუმს მოაწერა ხელი. დოკუმენტში 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზეა საუბარი და აღნიშნულია, რომ არჩევნებში მიღებული შედეგები, ქართველი ხალხის ნებას არ ასახავს. არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრები ხელისუფლებას მიმართავენ, რომ მოლაპარაკებების პროცესში ჩაერთონ. ორგანიზაციაში გაერთიანდნენ „სოციალური სამართლიანობა“, „მომავალი საქართველო“, „ეროვნულ-დემოკრატიული მოძრაობა“, „ზვიადის გზა“, „რეფორმატორები“ და „შეცვალე საქართველო“.