„პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო კამპანია  

„პატრიოტთა ალიანსის“ საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, კახა ძაგანია სახელმწიფოსგან  ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამებით მოსარგებლე პირებისთვის უსაფრთხოების სპეციალური ნორმების შემუშავებას ითხოვს. მისი თქმით „კოვიდ-19“-ის პანდემიის პირობებში ისინი გაზრდილი საფრთხის ქვეშ არიან. საუბარია, ჩანაცვლებითი თერაპიის, „ცე“ ჰეპატიტის ელიმინაციისა და სხვა პროგრამებზე.

ძაგანიას „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა უპასუხა. დავით სერგეენკოს განცხადებით, „კოვიდ“-რეალობამ ქცევის წესები შეცვალა, რეკომენდაციები კი ყველამ უნდა გაითვალისწინოს. ეს არის პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა და ხელების დაბანა. ის მიმართავს ყველა უწყებას და ბენეფიციარებს, წესები დაიცვან.