ოპოზიციური პარტიების შეთანხმება  

ოპოზიციის კიდევ ერთი მემორანდუმი.

ზეპირი განცხადებების შემდეგ 10-მა პოლიტიკურმა ძალამ ახლა უკვე ხელმოწერებით დაადასტურა, რომ არჩევნების შემდეგ „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციას არ შექმნის. ხელმოწერებს შორის არიან „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“, თუმცა ყოფილი მმართველი პარტიისგან გამიჯნული გუნდი არც ყოფილი თანაგუნდელების მიერ დასახელებული პრემიერობის კანდიდატის მხარდაჭერას აპირებს. მიუხედავად იმისა, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს ოპოზიციურ ძალებს შორის უთანხმოება არაერთხელ გამოიკვეთა, „ლეიბორისტების“ ოფისში შეკრებილი პარტიების ლიდერები დღეს სამომავლო თანამშრომლობის გეგმებს სახავდნენ.