ოპოზიციური პარტიების შეხვედრა

„ხმების დაცვის მრავალპარტიული შტაბის“ წარმომადგენლებისა და „აირაის“ ხელმძღვანელებს შორის შეხვედრა გაიმართა, სადაც „აირაის“ წარმომადგენლებს ხმების დაცვის კომისიის წევრები წინასაარჩევნო დარღვევებზე, ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე მიაწვდიან ინფორმაციას. შეხვედრაზე ასევე ლაშა ჩხარტიშვილის მიერ მომზადებული „საარჩევნო დარღვევების ერთიანი ანგარიშის“ პრეზენტაციაც გაიმართა, სადაც ასახული იყო კონკრეტული ფაქტები წინასაარჩევნო დარღვევებზე. შეხვედრაზე მიიღეს გადაწყეტილება, რომ არჩევნების დღეს „აირაის“ წარმომადგენელი არჩევნების მიმდინარეობას „ხმების დათვლის მრავალპარტიული შტაბიდან“ დააკვირდება. შეხვედრა დახურულ ფორმატში მიმდინარეობდა.