ოპოზიციის ნაწილი ამომრჩეველს „სირცხვილის კორიდორებით“ ემუქრება

პროტესტის გამოხატვის ფორმა თუ ამომრჩევლებზე პირდაპირი ზეწოლა, რაც სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს აჩენს. „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმამ ოპოზიციურ ერთობაში კიდევ ერთხელ შეიტანა დისონანსი. ეს მას შემდეგ, რაც პარტიის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ლევან ვარშალომიძემ მხარდამჭერებს 21 ნოემბერს, მეორე ტურის დროს საარჩევნო უბნებთან სირცხვილის დერეფნების მოწყობისკენ მოუწოდა. აღმოჩნდა, რომ ამ მოწოდებას ცალკეული ოპოზიციონერი ლიდერების მხრიდან მხარდამჭერებიც გამოუჩნდნენ. თუმცა ნინო ბურჯანაძის და შალვა ნათელაშვილის გარდა დაანონსებულ გეგმას ყველა გაემიჯნა. ინიციატივა გააკრიტიკეს „ნაციონალურ მოძრაობაშიც“. მსგავსი ნეგატიური რეაქციების მიუხედავად, ვარშალომიძემ დღეს მხარდამჭერებს იმავე გზავნილით მიმართა.

ვინ რა გზას აირჩევს მეორე ტურის დღეს – ფაქტია, რომ 21 ნოემბერს გასამართი საპროტესტო აქციების ფორმაზე ოპოზიციური სპექტრი ჯერ ვერ თანხმდება.