ოპოზიციის ლიდერების შეკრება

კომპრომისული შეთანხმებისთვის პოლიტიკურ სპექტრს ერთი დღე რჩება, რადგან პარასკევს მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომაა ჩანიშნული. ამიტომ, დიდი ალბათობით ელჩების შუამავლობით ხვალ დილისთის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დაგეგმილი მოლაპარაკების მეხუთე რაუნდი ბოლო იქნება. ერთი დღით ადრე ოპოზიციაში ხმაურიანი კონსულტაციები გაიმართა. თუმცა შეკრებაზე არ იმყოფებოდა ალეკო ელისაშვილი. „ლელოს“ ოფისში მიმდინარე კონსულტაციებს არ ესწრებოდა ზურა ჯაფარიძეც. შეხვედრაზე ოპოზიციური ძალები საკუთარი პოზიციების შეჯერებას ცდილობდნენ, თუმცა გარკვეულ საკითხებზე ოპოზიციის შიგნით აზრთა სხვადასხვაობა და უთანხმოებაა.

ნოდარ ჩაჩუა ადევნებდა თვალს დახურულ კონსულტაციებს.

დატოვე კომენტარი