„ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენა

ხაშურში საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია გამართა გაერთიანებულმა ოპოზიციამ და შეკრებილებს ხაშურის, გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტში „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ნატო ჩხეიძე წარუდგინა. როგორც ნატო ჩხეიძემ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, საარჩევნო კამპანიის დროს ის არა მხოლოდ დაპირებებს იძლევა, არამედ მოქმედებს.