#არჩევნები2020 - მეორე ტური

პროპორციულთან მიახლოებულმა საარჩევნო სისტემამ და ერთპროცენტიანმა ბარიერმა გააჩინა შანსი, რომ მეათე მოწვევის პარლამენტი 1992-95 წლების მსგავსად მრავალპარტიული იყოს. იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია ბოიკოტის გადაწყვეტილებას შეცვლის და საკანონმდებლო ორგანოში შევა, პარლამენტში სულ ცხრა პოლიტიკური ძალა იქნება წარმოდგენილი.

მეორე ტურის შედეგებამდე ოპოზიციურ პარტიებს ამ მომენტისთვის პარლამენტში ჯამში 59 ადგილი ერგოთ. თუ მანდატების გადანაწილების დღეს არსებულ კონფიგურაციას გავითვალისწინებთ, ბარიერგადალახულ ოპოზიციურ სუბიექტებს ახალი რეგლამენტის პირობებში სერიოზული ბერკეტები ექნებათ.