#არჩევნები2020 ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის წინასწარი შეფასება

21:40, 01.11.2020

31 ოქტომბრის არჩევნები იყო კონკურენტული და საერთო ჯამში დაცული იყო ფუნდამენტური უფლებები. ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის წინასწარი შეფასება. საერთაშორისო მონიტორებმა პოზიტიურ მიმართულებებთან ერთად ხარვეზებზეც გააკეთეს აქცენტი. გამოწვევად წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების წესი და არჩევნების დღეს უბნებთან კოორდინატორების ყოფნა დასახელდა. დასკვნის მიხედვით, პანდემიის ფონზე საქართველომ ევროპულ ქვეყნებს მაგალითი აჩვენა, რომ არჩვენების ჩატარება შესაძლებელია. მისიის დასკვნაში მედიის მუშაობაზეცაა საუბარი და ნათქვამია, რომ საქართველოს პირველი არხის გაშუქების ტონი ძირითადად ნეიტრალური იყო.

მსგავსი