#არჩევნები2020 ბრიფინგი შინაგან საქმეთა სამინისტროში

სამართალდამცველებმა არჩევნების დღეს მომხდარი ინციდენტების შედეგად ცხრა ადამიანი დააკავეს. მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის 12 საქმეზე. ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყო ასევე 16 ფაქტზე.  გამოძიება ეხება გლდანის, მარნეულის, თბილისისა და ასევე სხვა რეგიონებში მომხდარ ინციდენტებს.

განცხადება ამის შესახებ დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში გაკეთდა.