აქცია ცესკო-სთან

ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტების ნაწილი აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეებმა საარჩევნო კომისიასთან თამარ ჟვანიას მანეკენი მიიტანეს და ცესკო-ს თანამშრომლების ფოტოები გააკრეს. მათი განცხადებით, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა და მთავარი გამყალბებელი არის ცესკო-ს თავმჯდომარე, თამარ ჟვანია. ადგილზე კვერცხები მიიტანეს „ლეიბორისტული პარტიის“ ახალგაზრდული ფრთის წევრებმა. აქტივისტებმა მათზე „ქართული ოცნებიდან“ პარლამენტში გასული დეპუტატების სახელები დაწერეს.