21 ნოემბერს არჩევნების მეორე ტური ტარდება

ხვალ მოქალაქეები საარჩევნო ყუთთან კიდევ ერთხელ მივლენ.

დედაქალაქის რვავე და ცხრა რეგიონულ მაჟორიტარულ ოლქში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური ტარდება. ოპოზიციის ბოიკოტის მიუხედავად, კანონმდებლობიდან გამომდინარე ბიულეტენზე ოპოზიციური პარტიების მაჟორიტარობის კანდიდატთა გვარებიც იქნება. თუ პირველ ტურში 50 %-იანი ბარიერის გადალახვა იყო საჭირო, ახლა გამარჯვებისთვის უბრალო უმრავლესობაც საკმარისია. ხმის მიცემის პროცესს ადგილობრივთან ერთად საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებიც დააკვირდებიან.

პირველი ტურის მსგავსად, ხვალ ყველა უბანზე პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციები იმოქმედებს.