არჩევნები შვედეთში – პოლიტიკური ტენდენციები ევროპაში
გერმანიის შემდეგ ევროპელი ლიდერების ყურადღების ცენტრშია შვედეთში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგები. ამ ეტაპზე მცირე უპირატესობით ლიდერობს მემარცხენე პარტიათა კოალიცია, რომელსაც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს. თუმცა, მემარჯვენე და მემარცხენე პარტიების მიერ მიღებულ ხმებს შორის იმდენად მცირე სხვაობაა, რომ შვედეთის მთავრობის შემადგენლობის განსაზღვრა რთულია. არჩევნებმა აჩვენა, რომ ტრადიციული პოლიტიკური ძალების მიმართ მხარდაჭერა იკლებს. ანუ, 2022 წელთან შედარებით, ამომრჩეველთა ხმები დაკარგეს როგორც მემარცხენე სოციალ-დემოკრატებმა, ასევე ულტრამემარჯვენე „შვედმა დემოკრატებმაც“. ამ ფონზე გაზრდილია მცირე პარტიების მხარდაჭერა. პოსტსაარჩევნო სურათი კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს გერმანიის ფედერალურ მიწაზე წინა კვირას ჩატარებული რეგიონული არჩევნების ფონზე, ისევე როგორც საფრანგეთის წინასაარჩევნო გარემოს გათვალისწინებით – საპრეზიდენტო არჩევნებამდე 7 თვით ადრე ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერი მარინ ლე პენი რეიტინგებში მყარ პირველობას ინარჩუნებს.
რა ტენდენციებზე მიუთითებს ჩატარებული და მოახლოებული არჩევნების შედეგები – ლევან ახალაიას რეპორტაჟი.