არჩევნები საქსონია-ანჰალტის პარლამენტში

12:36, 07.09.2026

საქსონია-ანჰალტის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგები ცნობიალია. ბოლო მონაცემებით, ულტრამემარჯვენე პარტიამ, „ალტერნატივამ გერმანიისთვის“(AfD) გაიმარჯვა, თუმცა, აბსოლუტური უმრავლესობა ვერ მოიპოვა. პარტიამ ხმების 43.8% მიიღო და რეგიონულ პარლამენტში 83-დან 39 მანდატი მოიპოვა, პარტიას აბსოლუტური უმრავლესობისთვის სამი მანდატი დააკლდა. გერმანიის კანცლერის პარტიამ, „ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა“ ხმების 17.2% მიიღო და 15 მანდატი მოიპოვა. ცენტრისტულ-მემარცხენე „სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ“ 9.3% მიიღო, „მწვანეებმა“ – 8.9%, ხოლო „მემარცხენეებმა“ – 8.6%. თითოეულმა მათგანმა პარლამენტში რვა მანდატი მოიპოვა.

მსგავსი