არჩევნები მოლდოვაში 

მოლდოვის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში პრეზიდენტ მაია სანდუს პროევროპულმა პარტიამ გაიმარჯვა.

ცესკო-ს ოფიციალური მონაცემებით, პარტია „მოქმედება და სოლიდარობას“ ახალ პარლამენტში უმრავლესობა ეყოლება, რაც იმას ნიშნავს, რომ პრორუსული ოპოზიცია პრეზიდენტისა და მისი მოკავშირეების რეფორმების დაბლოკვას ვეღარ შეძლებს. ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა და სოციალისტების ლიდერმა ოპონენტებს გამარჯვება მიულოცა, თუმცა იქვე სანდუს პარტია ხელისუფლების მიტაცებაში დაადანაშაულა.