არჩევნები მოლდოვაში 

მოლდოვის მოსახლეობამ საკუთარი არჩევანი გააკეთა.

ქვეყნის საპარლამენტო არჩევნებში პრეზიდენტ მაია სანდუს პროევროპულმა პარტიამ დამაჯერებლად გაიმარჯვა. „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტიამ“ ამომრჩეველთა ხმების 50 %-ზე მეტი მიიღო. ბევრად ნაკლები 24 % მიიღო ოთხი პრორუსული ოპოზიციური პარტიისგან შემდგარმა გაერთიანებამ, რომელსაც ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, იგორ დოდონი ხელმძღვანელობდა. ჩატარებული არჩევნებს კონკურენტულად აცხადებს ეუთო, თუმცა სადამკვირვებლო მისია უცხოური ჩარევის, უკანონო დაფინანსების და დეზინფორმაციის სერიოზულ ფაქტებზე მიუთითებს. მაია სანდუ მსოფლიო ლიდერებისგან მილოცვებს იღებს, პარალელურად  კი არჩევნებში მონაწილე პარტიები გარე ჩარევებზე აქტიურად საუბრობენ.