არჩევნები მოლდოვაში

18:18, 28.09.2025

მოლდოვაში საარჩევნო უბნების დახურვამდე რამდენიმე საათი რჩება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები შედგა. ადგილობრივი დროით 15:00 საათისთვის ამომრჩეველთა 33%-მა მისცა ხმა. ცესკო-ს მონაცემებით, საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა 834 ათასმა ადამიანმა და 132 ათასზე მეტმა მოლდოველმა, რომელიც საზღვარგარეთ იმყოფება. საპარლამენტო არჩევნებში 23 სუბიექტი მონაწილეობს, მათ შორის 15 პარტია, ოთხი საარჩევნო ბლოკი და ოთხი დამოუკიდებელი კანდიდატი.

მსგავსი