არჩევნები და პანდემია - პოლიტიკური  შეფასებები

ცესკო-ს 45-ე დადგენილება კვლავ პოლიტიკური ურთიერთბრალდებების მიზეზია. ხელისუფლების ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ პანდემიას მთავრობა საარჩევნო მიზნებისთვის იყენებს და ის არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება. საუბარია, „კოვიდ“-პაცინეტებისა და თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის არჩევნების დღეს გადასატანი ყუთით სარგებლობაზე. ოპოზიციური პარტიების ნაწილს ასევე არაკონსტიტუციურად მიაჩნია დადგენილების ის მუხლი, რომლის მიხედვითაც 26 ოქტომბრის შემდეგ დაინფიცირებულ და თვითიზოლაციაში მყოფ პირებს, არჩევნებში მონაწილების უფლება აღარ ექნებათ.

ოპონენტებს დღეს მმართველ გუნდში უპასუხეს და განმარტეს, ცესკო-მ სპეციალურ სიაში ჩაწერის თარიღად ოპტიმალური დრო შეარჩია, რათა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას პროცესის ადმინისტრირებისთვის საკმარისი დრო ჰქონდეს.

დატოვე კომენტარი