ვინ რისთვის ემზადება 4 ოქტომბერს – თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად ოპოზიციურ ფლანგზე ურთიერთბრალდებები მძიმდება.
ორი დღის წინ რუსთაველის გამზირზე არჩევნების ბოიკოტის ლოზუნგით გამართულმა საპროტესტო შეკრებამ ოპოზიციონერ პოლიტიკურ აქტორებს შორის დაპირისპირება კიდევ უფრო გააღრმავა. მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილე ოპოზიციური ძალები ბოიკოტის მომხრეებს ხელისუფლების ნაცვლად დანარჩენი ოპოზიციის წინააღმდეგ ბრძოლაში ადანაშაულებენ. მათ, ვისთვისაც მერების და საკრებულოების არჩევნებში ჩართვა ხელისუფლებასთან მოკავშირეობის ტოლფასია, სამოქმედო სტრატეგიის არ არსებობაზეც მიუთითებენ. სანამ გიორგი გახარიას და პატიმრობაში მყოფი ხაზარაძე-ჯაფარიძის პარტიები საარჩევნო მემორანდუმის ფარგლებში ნეიტრალურ კანდიდატებს არჩევენ, ოპოზიციის მეორე ნაწილი წინააღმდეგობის გაძლიერების და არჩევნების ბოიკოტირების გეგმას სახავს.