9 აგვისტოს ბელარუსის მოსახლეობამ პრეზიდენტი უნდა აირჩიოს. კენჭს უკვე მეექვსედ იყრის ალექსანდრ ლუკაშენკო, რომელიც ქვეყანას 1994 წლიდან მართავს. მისი მთავარი კონკურენტი ცნობილი აქტივისტი სვეტლანა ციხანოვსკაიაა.
ხუთი დღით ადრე მოსახლეობას ბოლოჯერ მიმართა ქვეყნის პირველმა პირმა, რომელმაც რუსეთის მისამართით არაერთმნიშვნელოვანი გზავნილი გააჟღერა. რუსეთიდან ჩასული არაფორმალური დაჯგუფების, „ვაგნერის“ წევრების დაკავების შემდეგ, მოსკოვსა და მინსკს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გამწვავდა. ამიტომ ლუკაშენკოს ტონი კრემლის მისამართით განსაკუთრებით მკაცრი იყო.