ამერიკაში ხმის მთვლელი აპარატების გაუმართაობაზე საუბრობენ. კენტუკის შტატის ლორელის ოლქში ამომრჩეველმა განაცხადა, რომ ბიულეტენის მოსანიშნმა აპარატმა დონალდ ტრამპისთვის განკუთვნილი ხმა არასწორად დაარეგისტრირა კამალა ჰარისის სასარგებლოდ. ფაქტის ამსახველ ვიდეოს ამომრჩეველი სოციალურ ქსელში აქვეყნებს. ვიდეოში ჩანს, რომ ამომრჩეველი რამდენჯერმე ცდილობს, მონიშნოს დონალდ ტრამპის კანდიდატურა, თუმცა ავტომატურად ინიშნება კამალა. მოგვიანებით ოლქის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ გაუმართაობა ჰქონდა ბიულეტენის მოსანიშნ აპარატს, რომელიც არ ამუშავებს ხმებს.
მონიშვნის აპარატები ამომრჩევლებს საშუალებას აძლევს, გააკეთონ თავიანთი არჩევანი ბიულეტენზე და შემდეგ ფიზიკურად დაბეჭდონ ისინი ხმების დასათვლელად. ბრაუნის თქმით, თუ აპარატი ბეჭდავს არასწორ ბიულეტენს, ამომრჩევლებს შეუძლიათ გააუქმონ ის და დაბეჭდონ სწორი ვერსია. ამასთან, ოლქის წარმომადგენელმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეოც, სადაც ჩანს, რომ ბიულეტენების მოსანიშნი აპარატი გამართულად მუშაობს.