ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრებაზე ღია კენჭისყრით ხმის დამთვლელი კომისიის 15 წევრი აირჩიეს. ხვალ სწორედ ისინი შეარჩევენ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე. თავმჯდომარეობის სურვილი სულ 6-მა კანდიდატმა გამოთქვა, თუმცა ერთ-ერთი მათგანი, ნიკოლოზ კვანტრიშვილი კანდიდატურის ჩახსნას აპირებს. 14 დეკემბერს კომისიის წევრებმა არჩევანი: ირაკლი ყანდიაშვილის, გიორგი მარიამიძის, მანუჩარ ჭუმბურიძის, ირაკლი ჩომახაშვილისა და მუხრან ღურწკაიას შურის უნდა გააკეთონ. ამასთან ხვალინდელ კრებაზე აირჩევენ აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიისა და სარევიზიო კომისიის წევრებსაც. მმართველი ორგანოების არჩევნებში საერთო ჯამში 126 კანდიდატია რეგისტრირებული.