არჩევნები 2025 - ზუგდიდის მერობის კანდიდატის შეხვედრები ამომრჩეველთან
„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი, დავით კოდუა მოქალაქეებს საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან ერთად ხვდება. მერობის კანდიდატი ადგილობრივებს ზუგდიდის განახლების გეგმას აცნობს. დათო კოდუას განმარტებით, მნიშვნელოვანია, მოქალაქეების ხედვების და იდეების გათვალისწინება, ამიტომ მოქალაქეთა ჩართულობა თვითმმართველობის განხორციელების და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მაქსიმალურად იქნება უზრუნველყოფილი.