არჩევნები 2025 - ზუგდიდის მერობის კანდიდატის შეხვედრა ამომრჩეველთან

„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი დათო კოდუა მოქალაქეებთან შეხვედრებს ე.წ. კარდაკარის პრინციპით განაგრძობს.

მერობის კანდიდატი მოქალაქეებს გეგმებს და განახლებული ზუგდიდის განვითარების ხედვას აცნობს. მისი განმარტებით, მუნიციპალიტეტი განახლებას მრავალ მიმართულებაში იგრძნობს, რის განხორციელებასაც დათო კოდუა გუნდთან ერთად კონკრეტულად გაწერილი სტრატეგიის მიხედვით აპირებს.