გრიგოლ გეგელია, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, თერჯოლაში იმყოფება. პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათი საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მიიღო. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, თერჯოლა კორუფციაშია ჩაფლული და „ლელოს“ გამარჯვების შემდეგ, ეს და სხვა პრობლემები მოსახლეობას აუცილებლად მოუგვარდება.