არჩევნები 2025 - შეხვედრები მოსახლეობასთან

„ქართული ოცნების“ ქვემო სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ზაქარია წიკლაურმა ქინძმარაულის ქუჩის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა. კანდიდატმა ადგილობრივებს ოთხწლიანი სამოქმედო გეგმა გააცნო და მათი საჭიროებების შესახებ მიიღო ინფორმაცია. ზაქარია წიკლაურმა აღნიშნა, რომ ამ უბანში არაერთი მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდა.