არჩევნები 2025 - ახალციხის მერობის კანდიდატის შეხვედრები ამომრჩევლებთან

წინასაარჩევნო შეხვედრებს მართავენ მერობის კანდიდატები. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ვარლამ წიკლაური სოფლების – ანდრიაწმინდის, ანდისა და წყორძის მცხოვრებლებს შეხვდა. მერობის კანდიდატმა ადგილობრივებთან ერთად სამომავლო გეგმებზე იმსჯელა და დაჰპირდა, რომ  მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, მოსახლეობის პირობების გაუმჯობესება და მათი აზრის გათვალისწინება გადაწყვეტილების მიღების პროცესში მისი მთავარი ამოცანა იქნება. აქცენტი გაკეთდა იმ პროექტებზეც, რომლებიც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში განხორციელდა. მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა, მოეწყო რეკრეაციული ზონები, გაიხსნა ამბულატორიები, აშენდა ახალი საბავშვო ბაღები და სკოლები. გაუმჯობესდა ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამები.