არჩევნები 2025 - შეხვედრა მოსახლეობასთან

ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე და ფოთის, ხობისა და სენაკის დელეგატი გიორგი ხახუბია მალთაყვის უბანში ახლადმოწყობილი სკვერის ტერიტორიაზე მოსახლეობას შეხვდნენ და ამ უბანში საკრებულოს ახალი მაჟორიტარობის კანდიდატები წარუდგინეს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილობრივებს მიმდინარე პროექტების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და ესაუბრნენ სამომავლო გეგმებზე. სამუშაოების ფარგლებში, მეუნარგიას ქუჩაზე მოეწყო კომბინირებული სპორტული მოედანი, ბუნგალო, დამონტაჟდა ახალი გარეგანათების სისტემა, დაიდგა საპარკე სკამები და მოიპირკეთდა საფეხმავლო ბილიკი.