თბილისის მერს დაპირებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები. ალეკო ელისაშვილისა და ნიკა ჩერქეზიშვილის თქმით, კახა კალაძე, 2017 წელს ფიროსმანის ქუჩის აღდგენას დაჰპირდა ადგილობრივებს, თუმცა, ამ დრომდე შეუსრულებელია. მათვე განცხადებით, მშენებლობა გაჩერებულია, შენობები კი ავარიულ და საშიშ მდგომარეობაშია. ამ დრომდე შენობიდან 17 მოსახლეა ქირით გაყვანილი, პარტიაში ამბობენ, რომ ბიუჯეტიდან 80 მილიონი ქირაში დაიხარჯა.