არჩევნები 2025 – შეხვედრა ახალგაზრდა სპორტსმენებთან

15:08, 20.09.2025

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, „ქართული ოცნების“ წალენჯიხაში მერობის კანდიდატმა, პარლამენტის წევრებთან ერთად, ახალგაზრდა სპორტსმენებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე სპორტის მიმართულებით მიმდინარე პროგრამებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს.

მერობის კანდიდატმა ახალგაზრდების ხელშეწყობაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ სპორტი და ახალგაზრდების ჯანსაღი ცხოვრების წესი მისთვის პრიორიტეტი იქნება. ლაშა ტალახაძემ, რომელიც შეხვედრას ესწრებოდა, მწვრთნელებს სპორტული ინვენტარი გადასცა.

მსგავსი