არჩევნები 2025 - საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია

დღეს თბილისის მერობის ოპოზიციის შეთანხმებული კანდიდატი ირაკლი კუპრაძე ისნის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატ, გიორგი სიორიძესთან ერთად ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. მათი განცხადებით, მერვე ლეგიონის მოსახლეობას, ავარიულ სახლებში უწევს ცხოვრება და საცხოვრებელი კორპუსების ნაწილი იმდენად ავარიულია, რომ შესაძლოა ნებისმიერ დროს ჩამოინგრეს.

ადგილობრივები მერობის კანდიდატს მძიმე საცხოვრებელი პირობების შესახებ ესაუბრნენ და სთხოვეს, რომ გამარჯვების შემთხვევაში, მათი პრობლემების მოგვარებაზე იზრუნოს. „ძლიერი საქართველო – ლელოს“ საარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი მთავარი საკითხი სწორედ 10 000 ავარიული სახლის პრობლემის მოგვარებაა.