რა უნდა გაკეთდეს გარემოს დაცვის კუთხით დედაქალაქში მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. კახა კალაძემ პრეზენტაცია გამართა და ისაუბრა იმ პრიორიტეტებზე, რის გაკეთებასაც თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში გეგმავს. რეკრეაციული სივრცეების შექმნა, პარკების რეაბილიტაცია და ტყეების აღდგენა – ეს იყო საკითხები, რაზეც პრეზენტაციის დროს ყურადღება გამახვილდა.