არჩევნები 2025 - საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია

უხვმა ნალექმა დედაქალაქის რამდენიმე რაიონში პრობლემები შექმნა. განსაკუთრებით დაზიანდა ვაკისა და საბურთალოს რაიონებში მდებარე ინფრასტრუქტურა. მათ შორის დაზიანდა გოთუას ქუჩაზე არსებული კოლექტორი და გზის სავალი ნაწილი. ამ ეტაპზე შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები აღდგენით სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში აწარმოებენ, რის დასრულების შემდეგაც, ტერიტორია დასუფთავდება და მოძრაობა აღდგება. სამუშაოებს ადგილზე დედაქალაქის მერი კახა კალაძე გაეცნო.