არჩევნები 2025 – რუსთავის მერობის კანდიდატის შეხვედრები ამომრჩევლებთან
რუსთავის მოქმედი მერი და „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ნინო ლაცაბიძე შეხვედრებს საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან ერთად მთელი ქალაქის მასშტაბით გამართავს. საარჩევნო კამპანიის პირველი შეხვედრა, მე-14 მიკრორაიონის ახლად რეაბილიტირებულ სკვერში შედგა. შეხვედრას უბნის მაჟორიტარობის კანდიდატი გიგა ვეფხვაძე, ქართული ოცნების საარჩევნო სიის სხვა წარმომადგენლები და რუსთავის დელეგატი პარლამენტში ირაკლი შატაკიშვილი ესწრებოდნენ.